20:06 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-19 09:13:20, 389 ნახვა

მსოფლიო
პორტუგალიაში ტყის ხანძარს ებრძვიან, ხანძრის შედეგად დაიღუპა 7 ადამიანი - არიან დაშავებულები

პორტუგალიაში ტყის ხანძარს ებრძვიან. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს. 

მედიის ცნობით, ხანძრის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 4 მეხანძრე, აგრეთევე 40-ზე მეტი ადამიანი დაშავებულია.

ამ დროისთვის დამწვარია 62 000 ჰექტარის ფართობის ტერიტორია. ყველაზე მეტად დაზარალდა ცენტრალური და ჩრდილოეთი რეგიონები, სადაც 47 376 ჰექტარის ფართობის ტერიტორია დაიწვა.

პორტუგალიის ყველა მუნიციპალიტეტში, რომელიც ბოლო დღეებში ხანძრების გამო დაზარალდა, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

როგორც მედია იუწყება, ხანძრის ლოკალიზებას ამ დროისთვის 1 000-ზე მეტი მეხანძრე 320 სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ცდილობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics