|
2016-02-22 13:18:32, 402 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კახიანი: მცდელობა, რომ ვინმე სადმე გადაბირებულიყოს, არ ყოფილა - "მრეწველების" წევრად ვრჩები
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ფრაქცია "მრეწველების" წევრი გიორგი კახიანი მიჩნევს, რომ დაპირისპირება სააშკარაოზე არ უნდა გამოდიოდეს და ის შიდა კოალიციურ ფორმატში უნდა განიხილებოდეს. კახიანი ამბობს, რომ ფრაქცია "მრეწველების" წევრად რჩება: "ერთის მხრივ შეიძლება დაპირისპირება იყოს კოალიციის შიგნით იმიტომ რომ ეს საკმაოდ დიდი ერთობაა, 87 წევრია კოალიციაში, თუმცა ყველა ეს საკითხი პირველ რიგში შიდაკოალიციურ ფორმატში უნდა გადაწყდეს და თუ ამის აუცილებლობაა, ასეთ შემთხვაში შეიძლება ამის გარეთ გამოტანა. მცდელობა იმისა, რომ ვინმე სადმე გადაბირებულიყოს, არ ყოფილა. თავის დროზე, როდესაც ეს ფრაქცია შეიქმნა, ეს იყო კოალიციური გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილების შესაბამისად მე ვარ ამ ფრაქციაში. არაფერი არ შეცვლილა ამ თვალსაზრისით, კოალიცის მხრიდან დამოკიდებულებას ვგულისხმობ. ასე რომ, მე ვრჩები ამ ფრაქციის წევრად", - განაცხადა გიორგი კახიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)