15:38 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-16 17:55:34, 405 ნახვა

პოლიტიკა
ბაჩიაშვილი - შიში არის ის ერთადერთი ვალუტა, რაც ივანიშვილს შემორჩა

შიში არის ის ერთადერთი ვალუტა, რაც ივანიშვილს შემორჩა,- ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ბაჩიაშვილის განცხადებით, "მისი რევანშისტული და ძალადობის წამაქეზებელი წინასაარჩევნო პოლიტიკა სწორედ აქედან გამომდინარეობს".

"გიორგი ჩიკვაიძის საქმე არის ივანიშვილის კორუფციული მანქანის ცალსახა გამოვლინება. სამწუხაროა, რომ ბიზნესის ტერორმა ასეთი სისტემური ხასიათი მიიღო.

ჩემს და გიორგის შემთხვევებში პროკურატურის ბრალდებები არის უსაფუძვლო, ეყრდნობა მხოლოდ ერთი მომჩივანის ჩვენებას და არის კანონთან შეუსაბამო.

თუკი, რამდენიმე თვის წინ ბიზნესს დაშინებით გააკეთებინეს რუსული კანონის მხარდამჭერი ერთნაირი და ერთდროული განცხადებები, გიორგის გამბედაობა კარგი მაგალითია იმისა, რომ ამ ქვეყანაში დარჩნენ თავისუფალი ადამიანები, ვისაც სისტემის არ ეშინიათ.

სწორედ შიში არის ის ერთადერთი ვალუტა, რაც ივანიშვილს შემორჩა. აქედანვე გამომდინარეობს მისი რევანშისტული და ძალადობის წამაქეზებელი წინასაარჩევნო პოლიტიკა. 

საქართველოს ერთადერთი გზა არის ევროპა! ჩვენმა ახალგაზრდებმა უნდა იცხოვრონ ევროპულ ქვეყანაში!" - წერს ბაჩიაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს (რ)
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics