17:53 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-12 20:22:13, 430 ნახვა

პოლიტიკა
ჯიმ რიში - თუ ქართველ ხალხს უნდა დასავლეთისკენ სწრაფვა, ისინი გამოიყენებენ ოქტომბრის არჩევნებს იმისთვის, რომ ამას მიაღწიონ

თუ ქართველ ხალხს უნდა დასავლეთისკენ სწრაფვა, ისინი გამოიყენებენ ოქტომბრის არჩევნებს, - ამის შესახებ სენატორმა რიშმა აშშ-ის სენატში საქართველოზე საუბრისას განაცხადა.

როგორც რიშმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში მიმდინარე არჩევნებს დააკვირდება.

"ის ინფორმაცია, რომელზეც გვაქვს წვდომა, გვეუბნება, რომ ადამიანები, რომლებსა აქვთ ჭკუა და ანალიზის უნარი, ძალიან სწრაფად მიდიან დასკვნამდე, რომ დემოკრატია არის უკეთესი ცხოვრება. მე თქვენ მაძლევთ იმედს, როცა მეუბნებით რომ ქართველების უმეტესობა მიისწრაფვის დასავლეთისკენ.

ჩვენ ამას ვნახავთ უახლოეს ერთ თვეში და ვნახავთ ამ არჩევნების შედეგებით და ამას დაგვიდასტურებს ის დელეგაციები, რომლებიც თვალ-ყურს ადევნებენ არჩევნებს და იქ უკვე გრძელვადიანი დელეგაციები ჩასულები არიან. თუ ის, რასაც თქვენ ამბობთ ქართველ მოსახლეობაზე და ქართველ ხალხზე და თუ მართლა უნდათ დასავლეთისკენ სწრაფვა, ისინი გამოიყენებენ ოქტომბრის არჩევნებს, იმისთვის რომ ამას მიაღწიონ. ჩვენ დავაკვირდებით ამ არჩევნებს", - განაცხადა რიშმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ევროპული ბიუროკრატია სრულ აბსურდშია შესული
კობახიძე - ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა
ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში 15 ივლისს ჩავა
საქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს (რ)
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics