|
2024-09-09 14:18:42, 347 ნახვა
საზოგადოება
მერია - კოსტავას N74-ში ავტოფარეხების ნაცვლად დასასვენებელი სივრცე მოეწყო
საბურთალოს რაიონის გამგეობამ მერაბ კოსტავას ქუჩის N74-ში ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა. სამუშაოების პირველ ეტაპზე, 10 ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა. 1 000 კვ. მ ფართობზე სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები ჩატარდა, რის შემდეგაც ასფალტის ახალი საფარი დაიგო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, ასევე მოეწყო დასასვენებელი სივრცე, საბავშვო-გასართობი ზონა, სტრიტ ბოლი, განათებისა და სარწყავი ქსელები. "სამუშაოების დასკვნით ეტაპზე, დაიგო რულონური ბალახი და დაირგო სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე. აღნიშნულ ტერიტორიაზე "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში, განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია. პროექტის ჯამური ღირებულება 300 000 ლარია. დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე, საკრებულოს წევრები - ლევან არველაძე და თათია ჩახვაშვილი მოსახლეობასთან ერთად გაეცნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)