|
2024-09-09 09:35:14, 383 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - როგორც კი აიკრძალება საქართველოში კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, მაშინვე დასრულდება სიძულვილი და ზიზღი ქართულ პოლიტიკაში
ლიბერალური ფაშიზმი არის ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების ხელწერა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, პოლიტიკური ოპონენტების ხელწერა "სიძულვილის და ზიზღის კამპანიების წარმოებაა". "ეს არ არის მარტო საქართველოსთვის დამახასიათებელი - თქვენ შეგიძლიათ, გადახედოთ, როგორია სხვა ქვეყნებში პრაქტიკა. ასეთი ძალები, ერთი და იგივე ცენტრიდან მართული ძალები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცდილობენ, რომ დათესონ ზიზღი, სიძულვილი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სიძულვილს დავუპირისპირდეთ ამ ქვეყანაში. ერთ-ერთი მთავარი, რამაც უნდა გაიმარჯვოს 26 ოქტომბრის არჩევნებში, არის სწორედ ის, რომ უნდა დასრულდეს სიძულვილი ამ ქვეყანაში. ეს არის პრინციპული არჩევანი, რომელიც უნდა გაკეთდეს 26 ოქტომბერს და ასევე, ერთი რამ შემიძლია გითხრათ, როგორც კი აიკრძალება საქართველოში კოლექტიური "ნაცმოძრაობა", მაშინვე დასრულდება სიძულვილი და ზიზღი ქართულ პოლიტიკაში",- განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)