|
2024-09-07 16:23:16, 384 ნახვა
საზოგადოება
ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე მონაწილეებმა ეკოტურიზმის განვითარების ძირითად მიმართულებებსა და სამომავლო ხედვებზე იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ხაზი გაესვა ეკოტურიზმის განვითარების მნიშვნელობას როგორც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, ისე მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით. “აღინიშნა, რომ დღეისათვის დაცულ ტერიტორიებზე 100 საფეხმავლო ბილიკია და 5 სანაოსნო მარშრუტი. ბილიკების საერთო სიგრძე 2 213 კმ-ია, რომელსაც მიმდინარე წლის ბოლომდე კიდევ 1 000 კმ-ზე მეტი სიგრძის კეთილმოწყობილი ბილიკი დაემატება. დაცული ტერიტორიების სააგენტოს მხრიდან გაკეთდა დეტალური პრეზენტაცია, მონაწილეებს ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდათ დაცულ ტერიტორიებზე არსებული მრავალფეროვანი სერვისების, ასევე, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ესაუბრათ საკუთარ გამოცდილებაზე, ასევე დაცულ ტერიტორიებზე არსებულ გამოწვევებზე. აღინიშნა, რომ მსგავსი ტიპის სექტორული შეხვედრები სამომავლოდაც გაგრძელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)