00:40 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-07 14:19:52, 434 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის საგარეო - მოვუწოდებთ ირანს თავი შეიკავოს რუსეთისთვის იარაღის გადაცემისგან - ეს უკრაინა-ირანის ურთიერთობისთვის დამანგრეველია

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის გამო, შეშფოთებას გამოთქვამს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს თეირანს, თავი შეიკავოს მოსკოვისთვის ნებისმიერი სახის იარაღის მიწოდებისგან.

“უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმად შეშფოთებულია საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ირანის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის ბალისტიკური რაკეტების შესაძლო გადაცემის შესახებ.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ირანის ხელმძღვანელობას, თავი შეიკავოს რუსეთისთვის, რომელიც გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების თანახმად აგრესორი სახელმწიფოა, ნებისმიერი სახის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გადაცემისგან. აღნიშნული ცნობების დადასტურებას დამანგრეველი შედეგები მოჰყვება უკრაინა-ირანის ორმხრივი ურთიერთობებისთვის“,-აღნიშნულია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics