23:22 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-07 10:42:51, 613 ნახვა

ომი უკრაინაში
ალექსანდრე გუსევი - უკრაინული დროების თავდასხმის გამო ვორონეჟის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

საჰაერო თავდაცვის ძალებმა ვორონეჟისა და  ოსტროგოჟსკის რაიონში აღმოაჩინეს და ჩამოაგდეს დრონი,- განაცხადა რეგიონის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე გუსევმა.

მისივე თქმით, დრონის დაცემის შედეგად გაჩნდა ხანძარი, რომელიც ასაფეთქებელ ობიექტებზე გავრცელდა. შემდეგ დაიწყო აფეთქება. 

როგორც გუსევმა Telegram-ის არხზე დაწერა, ამჟამად ერთი რაიონის მცხოვრებთა ევაკუაცია მიმდინარეობს  (არ აკონკრეტებს რომელი). მაცხოვრებლებისთვის დროებითი განსახლების ცენტრები მოეწყო. ვორონეჟის გუბერნატორის განცხადებით, მშვიდობიანი მოქალაქეები არ დაშავებულან და ზარალის მასშტაბები შეფასდება მხოლოდ შედეგების აღმოფხვრის შემდეგ.

გუსევმა ასევე აღნიშნა, რომ გადაწყდა ერთი სოფლის მცხოვრებთა დროებით ევაკუაცია მეზობელ სოფელში. “ევაკუაცია განხორციელდება რამდენიმე დასახლებაში. ხანძრის დაწყებასთან და პროცედურასთან დაკავშირებით, ხანძრის მახლობლად მდებარე სოფლის მცხოვრებლებს ოპერატიული სამსახურების წევრები აცნობებენ“, - წერს გუბერნატორი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics