01:57 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-06 09:08:56, 449 ნახვა

მსოფლიო
Reuters - აშშ-მა რუსეთის დაზვერვის წარმომადგენლებს უკრაინაზე კიბერთავდასხმების გამო ბრალი წაუყენა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის დაზვერვის 5 თანამშრომელს და რუსეთის ერთ მოქალაქეს უკრაინისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ კიბერშეტევების შეთქმულების მომზადებისთვის ბრალი წაუყენა, შეთქმულების მიზანი უკრაინის შესუსტება იყო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც სააგენტო წერს, გამოქვეყნებულ ბრალდებაში იუსტიციის დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს კიბერჯგუფი “მასშტაბურ კიბეროპერაციებს“ 2020 წლიდან ატარებდა - ჯერ კიდევ 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე.

“თავდაპირველ საბრალდებო დასკვნაში, რომელიც მერილენდის საოლქო სასამართლოში ივნისის თვეში წარადგინეს, მხოლოდ ერთი ბრალდებული იყო დასახელებული. მას ბრალად ედებოდა შეთქმულების მომზადება რუსეთის სამხედრო დაზვერვის სააგენტოსთან ერთად, რომელიც ცნობილია, როგორც რუსეთის გენშტაბის მთავარი სამმართველო (GRU), უკრაინისა და სხვა ქვეყნების კომპიუტერულ სისტემებზე კიბერშეტევების განსახორციელებლად.

მანამდე, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რუსეთის მთავრობის მიერ დაფინანსებულ საერთაშორისო სატელევიზიო ქსელს, Russia Today-ს და მის რამდენიმე თანამშრომელს სანქციები დაუწესა, მათ შორის, ტელეარხის მთავარ რედაქტორს, მარგარიტა სიმონიანსაც“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics