23:22 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-05 14:31:32, 699 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალები - ღამის განმავლობაში რუსეთის 60 კამიკაძე დრონი გავანადგურეთ

უკრაინის საჰაერო ძალებმა ღამის განმავლობაში რუსეთის 60 კამიკაძე დრონი გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას “უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.

საჰაერო ძალების მეირ გავრცელებული განცხადებით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინაზე “შაჰიდის“ 79 უპილოტო საფრენი აპარატითა და “ისკანდერის“ ერთი ბალისტიკური რაკეტით მიიტანა იერიში.

უკრიანული მხარის ინფორმაციით, ორი დრინი რუსეთში დაბრუნდა, ერთი კი - ბელარუსის ტერიტორიაზე. 15 საფრანი აპარატის ლოკაცია უკრაინამ დაკარგა.

ამასთან, მანამდე ბელარუსის ხელისუფლებამ განაცხადა მის საჰაერო სივრცეში უპილოტო საფრენი აპარატების განადგურების შესახებ, თუმცა მინსკში არ დაუკონკრეტებიათ, რომელ ქვეყანას ეკუთვნოდა დრონები და რამდენმა დრონმა გადაკვეთა საზღვარი.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, საჰაერო თავდაცვა ღამით უკრაინის 12 ოლქში მუშაობდა, მათ შორის კიევის, სადაც საჰაერო განგაში ცხრა საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics