|
2024-09-05 12:12:14, 325 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - NGO-ების ნაწილი რეგისტრირდება სხვა ქვეყანაში იმ საბაბით, რომ არ უნდათ, ერქვათ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია
NGO-ების ნაწილი რეგისტრირდება სხვა ქვეყანაში იმ საბაბით, რომ არ უნდათ ერქვათ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია, ანუ არ გინდა გერქვას უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი და პირდაპირ უცხოურ ძალად რეგისტრირდები, აქედან ჩანს, რამხელა ფარსია ეს ყველაფერი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედი LIVE"-ში განაცხადა. გამჭვირვალობის შესახებ კანონზე საუბრისას კობახიძემ აღნიშნა, რომ კანონის მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მაქსიმუმი, რაც კონკრეტული ორგანიზაციის მისამართით შეიძლება მოხდეს, არის ერთჯერადად 25 000-ლარიანი ჯარიმის გამოწერა. "ეს არის მაქსიმუმი. ვერავითარ ფონს ისინი ვერ შექმნიან, როგორც არ უნდა მოინდომონ. მეტის დროც არ არის დარჩენილი, დაახლოებით თვე-ნახევარია დარჩენილი არჩევნებამდე. მაქსიმუმი, რაც შეიძლება მოასწროს იუსტიციის სამინისტრომ, ეს არის კონკრეტული ორგანიზაციის მიმართ ერთჯერადი ჯარიმის გამოწერა. რა ფონი უნდა შექმნან ამ ყველაფრით. როგორც არ უნდა სცადონ ხელოვნურად ამ ყველაფრის აგორება, ვერავითარი ფონი ვერ შეიქმნება. გარდა ამისა, რაც შეეხება სტიგმატიზაციას, ერთი საინტერესო ფაქტია - NGO-ების ნაწილი რეგისტრირდება სხვა ქვეყანაში იმ საბაბით, რომ არ უნდათ ერქვათ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია. ანუ არ გინდა გერქვას უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი და პირდაპირ უცხოურ ძალად რეგისტრირდები. აქედან ჩანს, რამხელა ფარსია ეს ყველაფერი, მთლიანად საკუთარ სიცრუეში და ფარსში არიან გახვეული, რასაც, რა თქმა უნდა, ქართული საზოგადოება უბრალოდ არ მიიღებს და არ იყიდის", - აღნიშნა კობახიძემ.
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)