|
2024-09-04 16:38:28, 437 ნახვა
საზოგადოება
შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა ბიზნესსექტორს ფარმაცევტული პროდუქტის აღნუსხვის ფორმის შევსების ახალი წესი და პირობები გააცნეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს „ფარმაცევტული პროდუქტის მიკვლევადობის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის №189 დადგენილებაში შეტანილი ცვლილებები გააცნეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. სამსახურის ცნობით, აღნიშნული ცვლილება ძალაში შედის მიმდინარე წლის 15 სექტემბრიდან და ფარმაცევტული პროდუქტის აღნუსხვის ფორმის შევსების ახალ, ბევრად გამარტივებულ წესს გულისხმობს. "ცვლილების ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის www.rs.ge -ის ავტორიზებული გვერდიდან აღნუსხვის გვერდის შესავსებად, მომხმარებელი თავად ირჩევს მოდულს - „მედიკამენტები", რომელშიც რეგისტრირებული ფარმაცევტული პროდუქტის შემთხვევაში უკვე ავტომატურ რეჟიმში ივსება შემდეგი გრაფები: • რეგისტრაციის თარიღი; • ფარმაცევტული პროდუქტის ბაზარზე დაშვების რეჟიმი; • სავაჭრო დასახელება (ქართულად); • სავაჭრო დასახელება (ინგლისურად); • საერთო არაპატენტირებული დასახელება (ინგლისურად); • პროდუქტის დეტალური აღწერილობა; • მწარმოებელი; • მწარმოებელი ქვეყანა; • ვადა (ფარმაცევტული პროდუქტის რეგისტრაციის მოქმედების ვადა). ცვლილებები, აგრეთვე მოიცავს ღირებულების გრაფების დამატებას, გარკვეული ველების გაერთიანებას და ასახული ინფორმაციის კორექტირების შესაძლებლობას, რაც კიდევ უფრო სრულყოფილს გახდის ფარმაცევტული პროდუქტის აღნუსხვის ფორმის შევსების პროცესს. აღნიშნული ცვლილების შესახებ ინფორმაცია, გადასახადის გადამხდელებს, სავალდებულოდ გასაცნობი შეტყობინების სახით, უკვე გაეგზავნათ ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)