12:59 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-03 17:11:31, 904 ნახვა

რეგიონი
„გამომყევი აჭარაში“ კამპანიის პირველადმა შედეგებმა 200 მილიონს გადააჭარბა

შიდა ტურიზმის სტიმულირების კამპანია „გამომყევი აჭარაში“ დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, კამპანიის პირველადი შედეგებით, აჭარის შესახებ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული კონტენტის წვდომამ (Reach) 200 მილიონს გადააჭარბა, რაც 100 მილიონით აღემატება გასული წლის შედეგებს.

"კამპანიის მონაწილე ინფლუენსერები და მოგზაურები ორი თვის განმავლობაში მოგზაურობდნენ  აჭარაში და ასიათასობით შიდა ტურისტს აცნობდნენ აჭარის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს. ამ ეტაპზე, კამპანიის შედეგების ანალიზი მიმდინარეობს. პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე კი, რომელიც სექტემბრის ბოლოსთვის იგეგმება, გამოვლინდება კამპანიის ფარგლებში გამოქვეყნებული კონტენტით, რომელმა მოგზაურ-ინფლუენსერებმა დააგროვეს მაქსიმალური წვდომები (Reach) და მოიპოვეს კამპანიის მთავარი პრიზები.

კამპანია „გამომყევი აჭარაში“ პირველად გასულ წელს ჩატარდა. შარშან, ორთვიანი კამპანიისას, ბლოგერების მიერ აჭარის შესახებ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულმა კონტენტმა 100 მილიონი წვდომა დააგროვა. გასული წლის მსგავსად, წელსაც ყველაზე კარგი შედეგები  იმ  ცნობილმა ბლოგერ-ინფლუენსერებმა აჩვენეს, რომლებიც აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებსა და რეკომენდაციებს აქტიურად უზიარებდნენ გამომწერებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics