00:40 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-02 09:39:36, 576 ნახვა

ომი უკრაინაში
მედია - რუსეთის ძალებმა დღეს დილიდან უკრაინის დედაქალაქზე იერიში მიიტანეს

რუსეთის ძალებმა დღეს დილიდან უკრაინის დედაქალაქზე იერიში მიიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას "უკრაინსკაია პრავდა" ავრცელებს.

მედიის ცნობით, დარტყმისას საოკუპაციო ძალებმა ფრთოსანი რაკეტები, ბალისტიკური რაკეტები, კერძოდ "ისკანდერები“, ასევე უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს.

საჰაერო თავდაცვის ძალებმა დედაქალაქის თავზე გაანადგურეს 10-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა, 10-მდე ბალისტიკური რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი. 

"დაშავებულია 2 ადამიანი, მათგან ერთი ჰოსპიტალიზებულია. კიევის 3 რაიონში დაზიანებულია შენობები, კერძოდ, საწარმო და არასაცხოვრებელი ნაგებობები და დამწვარია 4 ავტომობილი. ჩამსხვრეულია მინები "სვიატოშინის“ მეტროსადგურის შენობაში", - განაცხადა დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ.

რაც შეეხება ფრონტზე არსებული სიტუაციას, უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ფრონტის ხაზზე 166 შეტაკება მოხდა, აქედან 62 პოკროვსკის მიმართულებით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics