04:27 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-30 16:06:26, 425 ნახვა

მსოფლიო
გერმანიის თავდაცვა - ევროკავშირში 60 000 უკრაინელი ჯარისკაცის გაწვრთნასთან დაკავშირებით მიზანი მიღწეული იქნება

ყველაზე მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერის თემა, გერმანია არის და იქნება ქვეყნის ყველაზე დიდი მატერიალური მხარდამჭერი,- ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის სამინისტროს საპარლამენტო მდივანმა, ტომას ჰიჩლერმა ბრიუსელში, ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირში 60 000 უკრაინელი ჯარისკაცის გაწვრთნასთან დაკავშირებით მიზანი მიღწეული იქნება.

"ყველაზე მნიშვნელოვანი და ვრცელი არის უკრაინის მხარდაჭერის თემა. გერმანია არის და იქნება უკრაინის ყველაზე დიდი მატერიალური მხარდამჭერი და დღეს კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვაცხადებ, რომ უკრაინელ ხალხს შეუძლია, კვლავ ჰქონდეს გერმანიის იმედი. იგივე ეხება წვრთნის სფეროს. ხვალიდან ჩვენ მივაღწევთ მიზანს ევროკავშირში 60 000 უკრაინელი ჯარისკაცის გაწვრთნასთან დაკავშირებით. ამაში თავისი წვლილი შეაქვს გერმანიას, სადაც წლის ბოლომდე მომზადებას გაივლის 10 000 უკრაინელი ჯარისკაცი", - განაცხადა ჰიჩლერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics