05:13 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-29 13:16:16, 392 ნახვა

საზოგადოება
რუსთავში, ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

რუსთავში, ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, დასკვნითი ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერთან, ნინო ლაცაბიძესთან ერთად გახსნა.

“მიხეილ სარჯველაძემ, მაღალი არტერიული წნევის მართვისა და პრევენციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

ღონისძიების ფარგლებში, ჩატარდა სკრინინგის აქცია. ასევე, გაიმართა კონფერენცია, რომელზეც არტერიული ჰიპერტენზიის კონტროლის სტრატეგიისა და მაღალი არტერიული წნევის მართვის პრინციპებზე ისაუბრეს. მინისტრმა, რუსთავის მერთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად, საქართველოში, ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანიის მიღწევები და გამოწვევებიც განიხილა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: თამარ გაბუნია, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი ნინო ლაცაბიძე. ასევე - მარნეულის, დმანისის, თეთრიწყაროს, გარდაბნისა და რუსთავის მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექიმები.

აღსანიშნავია, რომ ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანიას, საქართველო, წელს მეშვიდედ შეუერთდა. მისი მიზანია მომატებული არტერიული წნევის გამოვლენა, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ჰიპერტენზიის, როგორც კარდიოვასკულურ დაავადებათა ძირითადი რისკის ფაქტორის შესახებ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics