|
2024-08-27 21:38:45, 513 ნახვა
საზოგადოება
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაყაში მეწყრული პროცესი წარმოიქმნა
26 აგვისტოს მოსული უხვი ნალექის შედეგად ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაყაში წარმოიქმნა მეწყრული პროცესი. ამის შესახებ ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ხაშურის მერიის ცნობით, სტიქიურმა მოვლენამ დააზიანა მეორე ხარისხოვანი გზა, რის შედეგადაც, რამდენიმე ოჯახს გადადგილების მხრივ პრობლემა შეექმნა. "სტიქიურმა მოვლენამ დააზიანა მეორე ხარისხოვანი გზა. შედეგად, რამდენიმე ოჯახს გადადგილების მხრივ აღნიშნულ გზაზე პრობლემა შეექმნა, თუმცა მოქალაქეები გარე სამყაროს არ არიან მოწყვეტილები, გზის აღდგენამდე მათ ალტერნატიული გზით სარგებლობა შეუძლიათ. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ადგილზე სწავლობენ ვითარებას. შემდგომი გადაწყვეტილებების შესახებ მოსახლეობას მოგვიანებით ეცნობება. პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სოფელ ვაყაში, მუნიციპალიტეტის მიერ გასულ წლებში მოწყობილია ნაპირდამცავი გაბიონი, სწორედ აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად მეწყრული პროცესი ნაკლები ზიანის მომტანი აღმოჩნდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)