|
2024-08-26 17:07:12, 392 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - პოლიტიკურ პარტიას, რომელიც მოღალატეობრივი ქმედებებით აზიანებდა და დღესაც აზიანებს ქვეყანას, აქვს არსებობის უფლება?
“კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ“ პასუხი უნდა აგოს თავის მოღალატეობრივ ქმედებებზე - აქ ოპოზიციის გაუქმებაზე საუბარი აბსურდია,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, “ქართული ოცნება“ ოპოზიციის გაუქმებას არ გეგმავს და ამ საკითხზე საუბარი არის სპეკულაციების ნაწილი. “ჩვეულებრივი სპეკულაციებია, რომ თითქოს, “ქართული ოცნება“ ოპოზიციის გაუქმებას გეგმავს. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. როგორ ფიქრობთ, აქვს არსებობის უფლება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, სახელმწიფოებრიობას და ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანა დააზიანონ, ქვეყნის მომავალს საფრთხე შეუქმნან. გვაქვს კონკრეტული მაგალითი - 2008 წლის ომში მათი მოღალატეობრივი ქმედებები. მათი გაუაზრებელი პოლიტიკით რა მივიღეთ? დაკარგული ტერიტორიები, დაღუპული გმირი ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოსახლეობა, განადგურებული ინფრასტრუქტურა, უამრავი ლტოლვილი ოჯახი. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე ყველას პასუხი უნდა მოეთხოვოს. “კოლექტიური ნაცმოძრაობა“ დღეს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებად გვევლინება. მათ პასუხი უნდა აგონ თავიანთ მოღალატეობრივ ქმედებებზე. ისინი ახლაც კი პირდაპირ მტრობენ ქართულ სახელმწიფოს, დარბიან ბრიუსელში, რათა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. წლების წინ ვიზალიბერალიზაციის პროცესს უშლიდნენ ხელს, ცდილობდნენ ასოცირების ხელშეკრულებაზე არ მომხდარიყო ხელისმოწერა და ა.შ. რა თქმა უნდა, ასეთ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს იმის უფლება, რომ მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში. ოპოზიციის გაუქმებაზე საუბარი აბსურდია“,- აღნიშნა თბილისის მერმა. კახა კალაძის თქმით, “ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაშვებული შეცდომები არათუ აღიარა, მსგავსი ქმედებები გააგრძელა. “რა თქმა უნდა, ადამიანები შეცდომებს უშვებენ. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ შეცდომა ეღიარებინათ, მაგრამ ამ ბოროტ ქმედებებს აგრძელებენ, სახელმწიფოს ებრძვიან. მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით პირდაპირ კეთდებოდა განცხადებები, ასევე მოწოდებები იყო ქვეყნის გარედან, რომ სანქციებს მივერთებოდით. ამით ისევ ჩვენ ქვეყანა დაზიანდებოდა. შესაბამისად, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც გარედან იმართებიან. მათ საკუთარი ხედვა და მოსაზრება არ გააჩნიათ. ყველაფერზე წამსვლელები არიან, რასაც უბრძანებენ. ეს არის უბოროტესი ძალა, რომელიც ყველაფრის მკადრებელია“,- განაცხადა კახა კალაძემ.
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)