|
2024-08-26 11:48:50, 402 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი კობახიძე ქართველ სპორტსმენებს, კოტე პეტრიაშვილსა და ნიკოლოზ მაისურაძეს მიღწეულ წარმატებას ულოცავს
კოტე პეტრიაშვილმა მოიგო ოქროს მედალი, გახდა მსოფლიო ჩემპიონი, 17 წლამდელთა შორის და მას მინდა მივულოცო ძალიან დიდი წარმატება, ასევე ნიკოლოზ მაისურაძეს მინდა მივულოცო მსოფლიო ვიცე-ჩემპიონობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კობახიძის თქმით, ქართული სპორტი არის წარმატების გზაზე და ამ ტენდენციის ხელშეწყობისთვის ყველაფერი გაკეთდება. "იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც ოლიმპიური ჩემპიონის ძმამ, კოტე პეტრიაშვილმა მოიგო ოქროს მედალი, გახდა მსოფლიო ჩემპიონი, 17 წლამდელთა შორის და მას მინდა მივულოცო ძალიან დიდი წარმატება და ასევე ნიკოლოზ მაისურაძეს მინდა მივულოცო მსოფლიო ვიცე-ჩემპიონობა. ქართული სპორტი არის წარმატების გზაზე და რა თქმა უნდა, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ამ ტენდენციას ხელი შევუწყოთ. დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი წარმატება ექნება ქართულ სპორტს, რისთვისაც ჩვენ ჩვენს ძალისხმევას არ დავაკლებთ", - განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)