|
2016-02-19 13:47:19, 429 ნახვა
პოლიტიკა
ბერძენიშვილი თოფაძეზე: მისი შეურაცხყოფა ძალიან გამიჭირდება, რადგან რაც უნდა ვთქვა, იმაზე ნაკლები იქნება, რაც ეკუთვნის
გოგი თოფაძის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას „რესპუბლიკელები“ პასუხობენ. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ გოგი თოფაძის მომავალს ვერც პოლიტიკაში და ვერც ბიზნესში ვერ ხედავს. ბერძენიშვილის თქმით, თოფაძემ ყველა ზღვარს გადააჭარბა. „მე მას არ ვაკადრებ იმას რაც ეკუთვნის. მისი შეურაცხყოფა ძალიან გამიჭირდება, რადგან რაც უნდა ვთქვა, იმაზე ნაკლები იქნება, რაც ეკუთვნის. ამ შემთხვევაში, მე მისი ბედი არ მაღელვებს, რადგან მე ვერ ვხედავ მას პოლიტიკაში საერთოდ. მე პირადად, ლევან ბერძენიშვილი, გოგი თოფაძეს საერთოდ ვერ ვხედავ ვერც პოლიტიკაში და ვერც ბიზნესში, რადგან მან დაარღვია ადამიანობის ყველა წესი," - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა. გოგი თოფაძემ ლევან ბერძენიშვილი მურვან ყრუს შეადარა და აღნიშნა, რომ რესპუბლიკელები კოალიციას დიდ ზიანს აყენებენ. ეს განცხადება თოფაძემ გუშინ ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში გააკეთა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)