|
2024-08-23 13:25:31, 366 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრი გაერთიანებული სამეფოს ახალ ელჩს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა გაერთიანებული სამეფოს ახალდანიშნულ ელჩს, გარეტ უორდს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ირაკლი ჩიქოვანმა მას ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქართველოში წარმატებული დიპლომატიური მისია უსურვა. “მინისტრმა ბრიტანულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის, წლების განმავლობაში გაწეული პრაქტიკული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა. საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსაც. აღინიშნა საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებასა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე გაერთიანებული სამეფოს მნიშვნელოვანი წვლილი. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ თავდაცვის სფეროში კავშირები კიდევ უფრო განმტკიცდება. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილე პაატა პატიაშვილი, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის ატაშე საქართველოში, კომანდერი სტივენ ქუანტრილი და გაერთიანებული სამეფოს მრჩეველი თავდაცვის სამინისტროში, ქლერ ჰენდერსონი დაესწრნენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)