|
2024-08-21 11:55:59, 344 ნახვა
საზოგადოება
ზაჰესის დასახლებაში სკვერი მოეწყობა
ზაჰესის დასახლებაში, შოთაძის მეორე შესახვევში, დაახლოებით, 2 000-მდე კვადრატულ მეტრზე სკვერი ეწყობა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ტერიტორიაზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონები, ასევე, მოსასვენებელი პავილიონი. "სკვერში დამონტაჟდება სარწყავი სისტემა და გარე განათებები LED სანათებით. ყველაფერი იქნება გათვალისწინებული, რასაც პარკებისა და სკვერების მოწყობის დროს ვაკეთებთ. მსგავსი სკვერების მოწყობა მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ირგვლივ მცხოვრები ადამიანებისთვის, რომ ჰქონდეთ შესაძლებლობა, წლის ნებისმიერ დროს აღნიშნული სივრცე დასვენებისა და გართობისთვის გამოიყენონ. დედაქალაქის მთავრობის დამოკიდებულებას, რომელიც 2017 წლიდან გვაქვს, არ ვცვლით, რომ ქალაქში რაც შეიძლება ბევრი რეკრეაციული სივრცე გავაჩინოთ, ახალი პარკების პროექტები განვახორციელოთ და არსებული სკვერების რეაბილიტაცია მოვახდინოთ. ეს დამოკიდებულება გაგრძელდება მომავალშიც“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე განცხადებით, უახლოეს დღეებში საზოგადოებას წარუდგენს ქალაქისთვის მასშტაბურ და მნიშვნელოვან პროექტებს რეკრეაციასთან დაკავშირებით.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)