|
2024-08-16 16:12:24, 510 ნახვა
საზოგადოება
წყნეთის გზატკეცილის N6-ის მიმდებარედ ავტობუსების გადაადგილება დროებით შეიზღუდება
ბაგების დასახლებაში, წყნეთის გზატკეცილის N6-ის მიმდებარედ არსებულ მოედანზე, სადაც მოხვევა იყო შესაძლებელი, 17 და 18 აგვისტოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. ამის შესახებ თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს. მერიის ცნობით, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მუნიციპალური ავტობუსები: N345 და N351, წყნეთის გზატკეცილის N6-ის ნაცვლად, მგზავრებს დროებით კუს ტბის ასახვევამდე მოემსახურებიან. "რაც შეეხება კუს ტბის ასახვევიდან ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიურომდე არსებულ საგზაო მონაკვეთს, მგზავრებს მიკროავტობუსი N449 შემცირებული ინტერვალით მოემსახურება. მიკროავტობუსი პიკის საათებში სამი, ხოლო დღის განმავლობაში, ხუთწუთიანი ინტერვალით იმოძრავებს. შეზღუდვა კერძო ავტომობილებს არ შეეხება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“ - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)