04:47 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-18 19:51:00, 670 ნახვა

ეკონომიკა
''RYANAIR'' -ის დირექტორმა ქუთაისის აეროპორტისა და ნავიგაციის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა

დღეს, ავიაკომპანია „RYANAIR“ კომერციულმა დირექტორმა დევიდ ობრაიენმა, ავიაკომპანიის ტექნიკურ ჯგუფთან ერთად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დაათვალიერა და იქ არსებულ მდგომარეობს გაეცნო. მან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორთან, ქეთევან ალექსიძესთან ერთად დაათვალიერა აეროპორტისა და ნავიგაციის ინფრასტრუქტურა, ხოლო ტექნიკურმა ჯგუფმა ადგილზე შეაფასა აეროპორტის ტექნიკური აღჭურვილობა და მიწისზედა მომსახურებისთვის აუცილებელი სპეცტექნიკა. ასევე განხილული იქნა აეროპორტის ოპერირების პროცესები და იქ არსებული მდგომარეობა. 
ავიაკომპანია „RYANAIR“ კომერციული დირექტორის დევიდ ობრაიენის განცხადებით, მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქუთაისის აეროპორტმა იქ არსებული ინფრასტუქტურითა და ოპერირების მაღალი სტანდარტით. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ კარგი სამუშაო გასწია ქუთაისის აეროპორტის განვითარების მიმართულებით. 

დევიდ ობრაიენის განცხადებით, ბოლო სამიწ ლის განმავლობაში ავიაკომპანია გაფართოვდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის მიმართულებით, რამაც ის კიდევ უფრო დააახლოვა საქართველოს.  მისი თქმით, ახლოსაა ის დრო, როდესაც „RYANAIR“ შეიძლება იყოს საქართველოში წარმოდგენილი. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics