04:45 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-14 13:35:53, 745 ნახვა

ომი უკრაინაში
ბორელი - EU უკრაინელი ხალხის ბრძოლას მხარს სრულად უჭერს

EU სრულად უჭერს მხარს უკრაინელი ხალხის ბრძოლას,- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში წერს.

ბორელი რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იძულებულია, უკან დაიხიოს.

"დმიტრო კულებასთან განვიხილე ფრონტის ხაზზე ბოლო მოვლენები და კურსკის კონტრშეტევა. გავიმეორე, რომ EU სრულად უჭერს მხარს უკრაინელი ხალხის ბრძოლას.

პუტინმა ვერ მოახერხა მისი გაუმართლებელი შეჭრით უკრაინის წინააღმდეგობის გატეხვა და ახლა იძულებულია, უკან დაიხიოს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე",- წერს ბორელი X-ზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics