04:47 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-12 10:45:11, 652 ნახვა

ომი უკრაინაში
ბელგოროდის ოლქის კრასნოიარუჟის რაიონში ევაკუაცია გამოცხადდა

რუსეთში, ბელგოროდის ოლქის კრასნოიარუჟის რაიონში მოქალაქეთა ევაკუაცია გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია "რია ნოვოსტი" ოლქის გუბერნატორზე, ვიაჩესლავ გლადკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გლადკოვმა აღნიშნა, ევაკუაციის მიზეზი უკრაინის შეიარაღებული ძალების „აქტიურმა მოქმედებებმა გამოიწვია".

„ჩვენ საგანგაშო დილა გვაქვს: მტერი აქტიურობს კრასნოიარუჟის საზღვარზე. დარწმუნებული ვარ, ჩვენი სამხედროები ყველაფერს გაააკეთებენ, რომ საფრთხეს გაუმკლავდნენ, მაგრამ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად ვიწყებთ ადამიანების გაყვანას, რომლებიც კრასნოიარუჟის რაიონში ცხოვრობენ“,- განაცხადა გუბერნატორმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics