04:45 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-11 14:08:31, 697 ნახვა

ომი უკრაინაში
სმირნოვი - უკრაინამ ქალაქ კურსკზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

10 აგვისტოს, გვიან ღამით  უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრზე, ქალაქ კურსკზე საჰაერო იერიში მიიტანეს. ამის შესახებ კურსკის ოლქის გუბერნატორმა, ალექსეი სმირნოვი Telegram-ზე წერს. 

როგორც სმირნოვის წერს, უკრაინის მიერ გაშვებული რაკეტა, რომელიც რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, საცხოვრებელ კორპუსს დაეცა და დააზიანა.

"სამწუხაროდ, უკრაინელი ტერორისტების თავდასხმის შედეგად ამ დროისთვის დაშავებულია 13 ადამიანი, მათგან 2 მძიმე მდგომარეობაშია. შემთხვევის ადგილზე რამდენიმე სასწრაფო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული", - წერს სმირნოვი Telegram-ზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქის ტერიტორიაზე 14 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი და Tochka-U ტიპის 4 ტაქტიკური რაკეტა გაანადგურეს. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics