|
2024-08-09 15:02:56, 341 ნახვა
საზოგადოება
გენერალური პროკურორი აშშ-ის ელჩს შეხვდა
საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, გენერალური პროკურორის მოადგილეები გიორგი ბადაშვილი და ნათია მერებაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი, აშშ-ის იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში ლენა ოუენსი, აშშ-ის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლორენ იდსი და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი ნატა წნორიაშვილი ესწრებოდნენ. "გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, გიორგი გაბიტაშვილმა ელჩ რობინ დანიგანს მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხრიდან საქართველოს პროკურატურასთან მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სისტემის განვითარება. გენერალურმა პროკურორმა აშშ-ის ელჩს, ასევე, პროკურატურაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაცია გააცნო. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, თავის მხრივ, გიორგი გაბიტაშვილს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მას საქმიანობაში წარმატებები უსურვა",- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)