|
2024-08-07 12:10:02, 433 ნახვა
მსოფლიო
WP - ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ „ჰამასის" ლიდერის მკვლელობაზე პასუხისმგებლობას თავად იღებს
ისრაელმა ამერიკის შეერთებულ შტატებს საკუთარი პასუხიმგებლობის შესახებ აცნობა, რაც ირანში "ჰამასის" ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობას გულისხმობს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Washington Post-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ისრაელის ოფიციალური წარმომადგენელი ადასტურებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის, გასულ კვირას, ჰანიეს სიკვდილის შემდეგ, "დაძაბულ" საუბარს ჰქონდა ადგილი. Washington Post-ის ცნობით, თეთრი სახლის ოფიციალურმა პირებმა აღშფოთებით უპასუხეს “ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობას, რომელიც მათ მიიჩნიეს, როგორც "მარცხი ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფისთვის". შეგახსენებთ, 31 ივლისს, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) და "ჰამასმა" გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ირანის დედაქალაქ თეირანში ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე მოკლეს. ჰანიე ბოლოს საჯაროდ 30 ივლისს ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშქიანის ინაუგურაციაზე ნახეს. ის ახალ პრეზიდენტს და ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეისაც შეხვდა. ისმაილ ჰანიე "ჰამასის" პოლიტბიუროს ხელმძღვანელად 2017 წელს აირჩიეს. 2018 წელს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ის ტერორისტად გამოაცხადა. ჰანიე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კატარში ცხოვრობდა.
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)