06:10 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-06 11:47:40, 607 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალის“ ყოველთვიური მაკრო მიმოხილვა მთავარი ეკონომისტისგან - სავალუტო შემოდინებებისა და სენტიმენტების ერთობლიობა ისევ ნეიტრალურია

"თიბისის" ოპერატიულ მონაცემებზე დაყრდნობით, ეკონომიკის ძლიერი ზრდა, ივნისის 7.5%-ის შემდეგ, ივლისშიც შენარჩუნდება და "თიბისი კაპიტალის" მოკლევადიანი საპროგნოზო ჩარჩოს მიხედვით, დაახლოებით 7.3%-ით განისაზღვრება. ამ ფონზე, ინფლაცია კვლავ სამიზნეზე დაბლა რჩება. უფრო მეტიც, ივლისში, წინა თვესთან შედარებით, სამომხმარებლო ფასები 0.4%-ით შემცირდა, რაც სეზონური ფაქტორების გათვალიწინებით, ნულოვანი ინფლაციის შესაბამისია. წლიური მაჩვენებელი კი 1.8%-ს შეადგენს. ამასთან, მნიშვნელოვანია ერთჯერადი ფაქტორების წვლილი, რომელთა გარეშეც, ინფლაციის ბოლოდროინდელი დინამიკა მეტნაკლებად 3%-იან სამიზნესთან ახლოა.

ლარის კურსს რაც შეეხება, სავალუტო შემოდინებების გარდა, ტრადიციულად, სენტიმენტები მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ამ მხრივ, ჩვენს მკითხველს, სავალუტო შემოდინებებისა და სენტიმენტების ერთობლივი ზემოქმედების უკვე რაოდენობრივ შეფასებას წარვუდგენთ. მაგალითად ისეთ ფაქტორებთან ერთად, როგორიცაა ტურისტული სექტორი, გათვალიწინებულია სესხებისა და დეპოზიტების სავალუტო კომპოზიცია და აშშ დოლარის ინდექსი სხვა წამყვან ვალუტებთან მიმართებაში. აღსანიშნავია, რომ რაოდენობრივი ჩარჩო საკმაო სიზუსტით ასახავს აშშ დოლართან ლარის გაცვლითი კურსის ისტორიულ, ფაქტობრივ დინამიკას, სადღეისოდ არსებული შეფასების კუთხით კი ჩვენი ადრინდელი დასკვნები არ იცვლება და შესაბამისად, საბაზო სცენარი კვლავ დიდწილად ნეიტრალურია.

ამავდროულად, სხვა გეოპოლიტიკურ გამოწვევებთან ერთად, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები ქართული ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს როგორც საგარეო შემოდინებების, ასევე ინფლაციის კუთხით. მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია მიგრაციის ეფექტიც. მაგალითად, 2023 წლის ოქტომბერში განვითარებული მოვლენების ფონზე ისრაელიდან ტურისტული ხარჯების კლებას თან ახლდა ისრაელიდან არარეზიდენტების სამომხმარებლო ხარჯების ზრდა, რაც მიგრაციის გარკვეულ პოზიტიურ ეფექტთან იყო დაკავშირებული.

გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics