19:22 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-02 12:11:34, 405 ნახვა

საზოგადოება
„თიბისი ლიზინგის“ მხარდაჭერით ბათუმში კინოთეატრი CAVEA გაიხსნა

“თიბისი ლიზინგის“ მხარდაჭერით ბათუმში კინოთეატრი CAVEA გაიხსნა. 4 დარბაზიანი სივრცე გრანდ მოლის მე-4 სართულზე მდებარეობს და სტუმრებს  “დედპული და ვულვერინის“ პრემიერით შეხვდა.

ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კინოთეატრი ულტრათანამედროვე ხმის აპარატურით, გამოსახულების სისტემით და სუპერკომფორტული სავარძლებით არის აღჭურვილი, ეს ყველაფერი კი, კინოჩვენებების საუკეთესო ხარისხს განაპირობებს.

 “მოხარული ვართ, რომ ჩვენი ხანგრძლივი თანამშრომლობა კინოთეატრ CAVEA-სთან გასცდა თბილისის საზღვრებს და უკვე ბათუმში, ახალ ლოკაციაზე ვითარდება. ვთვლით, რომ არა მხოლოდ ტურისტებისთვის, არამედ ადგილობრივი მოსახლეობისთვის ეს იქნება ერთ-ერთი საყვარელი თავშეყრის ადგილი, ამიტომ ძალიან მარტივად დავაფინანსეთ მის მოსაწყობად საჭირო აქტივები“,- განაცხადა ზურაბ გუგუშვილმა, “თიბისი ლიზინგის“ კომერციულმა დირექტორმა.

ცნობისთვის, კინომოყვარულებს კავეა გრანდ მოლის ეკრანებზე მსოფლიო პრემიერების ხილვა ტრადიციულად, ყოველ ხუთშაბათს შეეძლებათ.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics