14:36 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-02 10:48:00, 564 ნახვა

მსოფლიო
სტარმერი - გავაგრძელებთ რუსეთისადმი მოწოდებას, რომ პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლება დაიცვას

დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი რუსეთში დაკავებული პატიმრების გათავისუფლებას ეხმაურება.

სტარმერი აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ X-ზე მცირე განცხადებას აქვეყნებს.

"მივესალმები რუსეთში დაკავებული რამდენიმე პატიმრის გათავისუფლებას, მათ შორის ვლადიმერ ყარა-მურზას, პოლ უილანისა და ევან გერშკოვიჩის. ჩემი ფიქრები მათთან და მათ ახლობლებთანაა, რომლებთან ერთადაც ისინი კვლავ გაერთიანდნენ. ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთისადმი მოწოდებას, დაიცვას პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლება",- წერს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი.

შეგახსენებთ, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლა მოხდა. გაცვლის პროცესში 26 პირი მონაწილეობდა. რუსეთმა დასავლეთის ქვეყნებს 16 ადამიანი გადასცა, მათ შორის არიან: რუსეთში დაკავებული Wall Street Journal-ის რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი; პოლიტიკოსები ილია იაშინი და ვლადიმირ ყარა-მურზა; რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის შტაბების ყოფილი უფროსები ლილია ჩანიშევა; ქსენია ფადეევა და ვადიმ ოსტანინი; აშშ-ის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე პოლ უილანი. ამასთან, გერმანიამ რუსეთს გადასცა ვადიმ კრასიკოვი, რომელიც საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის იყო მსჯავრდებული.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics