09:25 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-19 15:07:24, 472 ნახვა

პოლიტიკა
„საქართველოსთვის“ - „ოცნებამ“ პირველი მოსმენით ზონდერების დაუსჯელობის და პატიმრების მოტყუების უსამართლო აქტი მიიღო

"ოცნებამ" პირველი მოსმენით ზონდერების დაუსჯელობის და პატიმრების მოტყუების უსამართლო აქტი მიიღო,- ასე ეხმაურება პარტია "საქართველოსთვის" პარლამენტის მიერ "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას.

როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, სახეზეა მმართველი პარტიის "მასშტაბური პოლიტიკური თაღლითობა, რომელიც პარტიული ინტერესით არის ნაკარნახევი".

"ამნისტია, რომელიც არ ეფუძნება განმეორებითი დანაშაულის კვლევას, ეხება ზონდერებს და არ ეხება ევროპული მომავლის დასაცავი აქციის მონაწილე დაზარალებულებს, ვერ იქნება სამართლიანი. 

სახეზეა "ოცნების" მასშტაბური პოლიტიკური თაღლითობა, რომელიც პარტიული ინტერესით არის ნაკარნახევი და არა პატიმრების და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებით. 

პარტია "გახარია - საქართველოსთვის" გავაკეთებთ ყველაფერს, რომ "ოცნების" ამნისტიის წინასაარჩევნო ზრახვები ფართო საზოგადოებისთვის გახდეს ცნობილი.

ამასთან, არჩევნების შემდეგ, ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის საფუძველზე, დავაინიცირებთ განმეორებითი დანაშაულის და კრიმინოგენური მდგომარეობის ანალიზზე დაფუძნებულ სამართლიან ამნისტიას, რომელიც მთლიანად საზოგადოების ინტერესშია და არა კონკრეტული პარტიის ინტერესების",- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს, 19 ივლისს საქართველოს პარლამენტმა "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics