|
2016-02-17 13:10:47, 380 ნახვა
პოლიტიკა
გია ჟორჟოლიანი: ქადაგიძის განცხადებაში ვერც ორიგინალურს ვხედავ ვერაფერს და ვერც ახალს
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის გუშინდელ განცხადებას, რომელიც გარკვეული სამინისტორების გაუქმებას უკავშირდება, გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი გამოეხმაურა. როგორც ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ საკითხზე მმართველ გუნდში მსჯელობა ხშირად მიმდინარეობს, ამიტომ ქადაგიძის განცხადებაში ახალს ვერაფერს ხედავს. თუ რომელი სამინისტრო უნდა გაუქმდეს და რომელი არა, ჟორჟოლიანის თქმით, ეს საერთო მსჯელობის საგანი იქნება. „პირველი არ არის ქადაგიძე, ძალიან ხშირად მიმდინარეობს ამაზე მსჯელობა, მათ შორის უმრავლესობის შიგნით, თუ როგორ მოხდეს მართვის სფეროში არსებული ხაჯების ოპტიმიზება. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, ბევრად მეტი წილი მიდიოდა მართვის სფეროში, ჩვენ ეს მნიშვნელოვნად შევამცირეთ, გადავანაწილეთ სოციალურ სფეროში, მაგრამ მიგავჩნია, რომ ოპტიმიზება კვლავ უნდა მხოდეს. კონკრეტულად რომელი სამინისტრო უნდა გაუქმდეს, რომელი არა - ამას მეტი ანალიზი სჭირდება. ასე, რომ ქადაგიძის ამ განცხადებაში მე ვერც ორიგინალურს ვხედავ ვერაფერს და ვერც ახალს“, - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)