|
2024-07-15 11:18:58, 496 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ბათუმში Startup Grind-ის მორიგი ღონისძიება გაიმართა
"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით, ბათუმში Startup Grind-ის მორიგი ღონისძიება გაიმართა. "საქართველოს ბანკისა" და Startup Grind Tbilisi-ის პარტნიორობა გრძელდება. ფინანსური ინსტიტუტის მხარდაჭერით, ბათუმში ბრიტანული კომპანია Mercaux-ის წარმომადგენელთან, ალინა გოლავასთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სტარტაპერები, მეწარმეები, პროდუქტის მენეჯერები და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანები. ღონისძიების მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს პროდუქტის იდეის დამუშავების, ბაზრის კვლევის და პარტნიორობების დამყარების საუკეთესო პრაქტიკების შესახებ. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში გაიმართა. დამსწრეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, თანამოაზრეებთან ერთად განეხილათ პროფესიული გამოცდილება, იდეები და ერთმანეთთან თანამშრომლობის პოტენციალი. Mercaux 2024 წელს დიდ ბრიტანეთში საცალო გაყიდვების მიმართულებით ყველაზე ინოვაციური ტექნოლოგიების შემქმნელ კომპანიად დასახელდა. იგი B2B SaaS პლატფორმაა, რომელმაც ვენჩურული კაპიტალის ფირმებიდან 20 მილიონი დოლარის დაფინანსება მოიზიდა. ალინა გოლავა კი 9-წლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტია გაყიდვების, ბაზრის კვლევისა და პარტნიორობების მიმართულებით. "საქართველოს ბანკისთვის", როგორც ტექნოლოგიური განვითარებისა და სტარტაპ ეკოსისტემის მხარდაჭერი ფინანსური ინსტიტუტისთვის, მნიშვნელოვანია Startup Grind Tbilisi-სთან პარტნიორობა. ღონისძიებები, რომლებსაც ორგანიზაცია ახორციელებს, მცირე და საშუალო ბიზნესებს სასარგებლო ინფორმაციის მიღებისა და ღირებული კავშირების დამყარების შესაძლებლობას აძლევს. ეკონომიკის განვითარებაში ამ ტიპის ბიზნესები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, შესაბამისად, ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, მათ როგორც ფინანსური პროდუქტებით, ისე არაფინანსური ინიციატივებით ხელი შევუწყოთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ინიციატივის რეგიონებში განხორციელება, რადგან მისი საშუალებით შესაძლებელია ახალი კავშირების დამყარება და მეწარმეობის სტიმულირება. ჩვენ არ ვჩერდებით და მომავალშიც ბიზნესისთვის საინტერესო არაერთ ღონისძიებას დავუჭერთ მხარს“, - აცხადებენ "საქართველოს ბანკში". აღსანიშნავია, რომ "საქართველოს ბანკი" და Startup Grind Tbilisi უკვე არაერთი წელია, თანამშრომლობენ. Startup Grind სტარტაპების გლობალური გაერთიანებაა, რომელიც ახალბედა მეწარმეებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ ცოდნა, გამოიყენონ ახალი შესაძლებლობები და მოიძიონ ინვესტორები. „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ბათუმში Startup Grind-ის მორიგი ღონისძიება გაიმართა ღონისძიებას ესწრებოდნენ სტარტაპერები, მეწარმეები, პროდუქტის მენეჯერები და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანები. ღონისძიების მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს პროდუქტის იდეის დამუშავების, ბაზრის კვლევის და პარტნიორობების დამყარების საუკეთესო პრაქტიკების შესახებ. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში გაიმართა. დამსწრეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, თანამოაზრეებთან ერთად განეხილათ პროფესიული გამოცდილება, იდეები და ერთმანეთთან თანამშრომლობის პოტენციალი. Mercaux 2024 წელს დიდ ბრიტანეთში საცალო გაყიდვების მიმართულებით ყველაზე ინოვაციური ტექნოლოგიების შემქმნელ კომპანიად დასახელდა. იგი B2B SaaS პლატფორმაა, რომელმაც ვენჩურული კაპიტალის ფირმებიდან 20 მილიონი დოლარის დაფინანსება მოიზიდა. ალინა გოლავა კი 9-წლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტია გაყიდვების, ბაზრის კვლევისა და პარტნიორობების მიმართულებით. "საქართველოს ბანკისთვის", როგორც ტექნოლოგიური განვითარებისა და სტარტაპ ეკოსისტემის მხარდაჭერი ფინანსური ინსტიტუტისთვის, მნიშვნელოვანია Startup Grind Tbilisi-სთან პარტნიორობა. ღონისძიებები, რომლებსაც ორგანიზაცია ახორციელებს, მცირე და საშუალო ბიზნესებს სასარგებლო ინფორმაციის მიღებისა და ღირებული კავშირების დამყარების შესაძლებლობას აძლევს. ეკონომიკის განვითარებაში ამ ტიპის ბიზნესები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, შესაბამისად, ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, მათ როგორც ფინანსური პროდუქტებით, ისე არაფინანსური ინიციატივებით ხელი შევუწყოთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ინიციატივის რეგიონებში განხორციელება, რადგან მისი საშუალებით შესაძლებელია ახალი კავშირების დამყარება და მეწარმეობის სტიმულირება. ჩვენ არ ვჩერდებით და მომავალშიც ბიზნესისთვის საინტერესო არაერთ ღონისძიებას დავუჭერთ მხარს“, - აცხადებენ "საქართველოს ბანკში". აღსანიშნავია, რომ "საქართველოს ბანკი" და Startup Grind Tbilisi უკვე არაერთი წელია, თანამშრომლობენ. Startup Grind სტარტაპების გლობალური გაერთიანებაა, რომელიც ახალბედა მეწარმეებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ ცოდნა, გამოიყენონ ახალი შესაძლებლობები და მოიძიონ ინვესტორები.
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)