|
2016-02-17 09:39:39, 397 ნახვა
პოლიტიკა
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ძლიერი ნისლის გამო საქართველოში ვერ ჩამოფრინდა
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს საქართველოში ჩამოსვლა რამდენიმე საათით გადაიდო. როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა, თვითმფრინავის მიღება, რომლითაც საქართველოში მევლუთ ჩავუშოღლუ უნდა ჩამოფრენილიყო, ძლიერი ნისლის გამო ვერ შეძლო. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დილიდან საგარეო უწყებაში შეხვედრები უნდა გაემართა. არსებული ინფორმაციით, მევლუთ ჩავუშოღლუ საქართველოს რამდენიმე საათში ეწვევა. საგარეო საქმეთა სამინისტროში დილით დაგეგმილი შეხვედრა 12:30 წუთზე გაიმართება. გარდა ამისა, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან. შეხვედრებზე მხარეები განიხილავენ თურქეთ-საქართველოს შორის ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების საკითხებს. ვიზიტის ფარგლებში მევლუთ ჩავუშოღლუ პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს. 19 თებერვალს მევლუთ ჩავუშოღლუ მონაწილეობას მიიღებს აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივ შეხვედრაში. მინისტრები ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის მაგისტრალის პროექტის ფარგლებში კარწახის მონაკვეთს მოინახულებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)