|
2024-07-11 16:19:25, 582 ნახვა
პოლიტიკა
„აირჩიე ევროპა“ - ახალი სამოქალაქო მოძრაობა დაფუძნდა
დღეს, 11ივლისს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა მოძრაობა, სახელწოდებით "აირჩიე ევროპა" დააფუძნეს. მოძრაობის დამფუძნებლების განცხადებით, 18 ივლისიდან 26 ოქტომბრამდე, მთელ საქართველოსა და ქართულ ემიგრაციაში კამპანია - "100 დღე გამარჯვებამდე" ჩატარდება. "დღეს ფუძნდება სამოქალაქო მოძრაობა "აირჩიე ევროპა"... დღეს, ჩვენი ხელისუფლება ევროპელ და ამერიკელ მეგობრებზე უარს ამბობს, ე.ი. უარს ამბობს საქართველოს დამოუკიდებლობაზე. ამიტომ არის 26 ოქტომბერი რეფერენდუმი. ვისაც დამოუკიდებელ საქართველოში ცხოვრება გვინდა, ვირჩევთ ევროპას. ჩვენი მოძრაობა სწორედ ამ თავისუფლების, საქართველოს ევროპული მომავლის, არჩევანის გასაკეთებლად და დასაცავად იქმნება... 18 ივლისიდან 26 ოქტომბრამდე, ახალი ერთობა მთელ საქართველოში და ქართულ ემიგრაციაში გაშლის კამპანიას - "100 დღე გამარჯვებამდე",- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ხათუნა ლაგაზიძემ.
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)