|
2024-07-08 13:06:59, 459 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - არ აქვს მნიშვნელობა, ოპოზიცია გაერთიანდება თუ არა - როდესაც ხარ მავნებელი, საზოგადოება შესაბამის პასუხს გაგცემს
თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან წინასაარჩევნოდ ოპოზიციის შესაძლო გაერთიანებას გამოეხმაურა. კალაძის განმარტებით, მათ ერთად დაჯგუფებას არსებითი მნიშვნელობა არ ექნება. „რეალურად ეს ერთი დაჯგუფებაა, ერთი პატრონი ჰყავთ. შეიძლება, სხვადასხვა სახელებით გამოდიან, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ისევე როგორც, მათ გაერთიანებას. რადიკალები ყოველთვის მარცხისთვის იქნებიან განწირულები. 2012 წლიდან ეს ადამიანები აჯანჯღარებენ ჩვენს ქვეყანას, ცდილობენ ყველაფერი ცუდის შემოტანას - საზოგადოების დაპირისპირებას, გახლეჩას. ცხადია, ასეთი ქმედებები მარცხისთვისაა განწირული“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, ოპოზიციას საზოგადოება „მიზანმიმართულად შეჰყავს შეცდომაში, როდესაც აცხადებენ, რომ პარტიაში ახალი სახეები ჰყავთ". „ოპოზიცია ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, თითქოს ახალი პოლიტიკური სახეები ჰყავთ, თუმცა ეს ადამიანები დავიწყებული, ძველი სახეები, „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში აღმოცენებული რადიკალები არიან. „ნაციონალური მოძრაობა“ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი არ იყო. იმ ადამიანებისგან შედგებოდა, ვინც თავი დაგვამახსოვრა თავისი ბინძური ქმედებებით, გვარამია, ბოკერია, მელია და ა.შ. შესაბამისად, საზოგადოებამ კარგად იცის ყველაფერი, რაც არ უნდა გაერთიანდნენ, დაიშალონ, საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ აქვს იმის რეალური შესაძლებლობა, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა მოიპოვოს. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს კონკრეტული პარტიები საარჩევნოდ გაერთიანდებიან თუ ცალ-ცალკე იქნებიან. როდესაც ხარ მავნებელი, რადიკალი, შესაბამის პასუხს საზოგადოება ყოველთვის გაგცემს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)