|
2024-07-03 14:16:02, 378 ნახვა
საზოგადოება
ფემიციდის შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირების თემაზე, პროკურორების და მოსამართლეების ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს გენერალური პროკურატურის ორგანიზებით და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით, ფემიციდის დანაშაულებზე ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით, პროკურორების და მოსამართლეების ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ასევე, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ესწრებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გენპროკურატურის ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა ფემიციდის დანაშაულებთან ბრძოლის მიმართულებით არსებული ტენდენციები და გამოწვევები, მათ შორის აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე გენდერულად მგრძნობიარე მართლმსაჯულების განხორციელება, გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლოში საქმეთა განხილვის პრაქტიკული ასპექტები მიმოიხილეს. “სამუშაო შეხვედრაზე ასევე, სახალხო დამცველის მიერ ფემიციდის მონიტორინგის მექანიზმის შედეგად გამოვლენილ ტენდენციებზე, საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგის შედეგებზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკასა და გენდერულად მოტივირებული ქალთა მკვლელობის საქმეებზე იმსჯელეს. ღონისძიება ფემიციდის წინააღმდეგ საქართველოს პროკურატურის მასშტაბური კამპანიის ,,არა ფემიციდს” ნაწილია, რომლის მიზანი ქალთა მიმართ გენდერული და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და დანაშაულის პრევენციაა“,- აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.
ირანი საზოგადოებრივი აზრის გასაკონტროლებლად ხამენეის დაკრძალვის გაშუქების ერთიან წესებს აწესებს
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ღია ჩვენებასთან დაკავშირებით, 7 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
როგორ დაბრუნდა ქურდული ესთეტიკა TikTok-სა და მოზარდების სხეულებზე
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)