03:27 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-16 14:57:23, 822 ნახვა

ეკონომიკა
„m²“-ის აქცია 10/90 - გადახდის სრულიად ახალი პირობები დანაზოგისა და სესხის გარეშე მათთვის, ვისაც სურს ძველი ბინა ახლით შეცვალოს

თბილისი, 16 თებერვალი, 2016 –  დეველოპერულმა კომპანიამ „m² უძრავი ქონება”, მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე განაცხადა გადახდის სრულიად ახალი პირობის - 10/90-ის შეთავაზების  შესახებ მათთვის, ვისაც სურს ძველი ბინა შეცვალოს ახლით. ასეთ მომხმარებელს „m²“-ი ბინის შეძენისას მათზე მორგებულ გადახდის პირობებს სთავაზობს.

1 მარტიდან ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება შეიძინოს ბინა საცხოვრებელ კომპლექსებში „ოპტიმა ისანი“ და „m² იპოდრომთან 2“ დანაზოგისა და სესხის გარეშე. აქცია 10/90-ის ფარგლებში, ბინის შეძენის მსურველს შესაძლებლობა აქვს დღეს შეარჩიოს სასურველი ბინა საცხოვრებელ კომპლექსებში და მშენებლობის განმავლობაში ყოველთვიურად თანაბარი შენატანებით დაფაროს ბინის ღირებულების მხოლოდ 10%-ი. დარჩენილი 90%-ი კი გადაიხადოს საცხოვრებელი კომპლექსის დასრულებიდან სამი თვის შემდეგ. ხსენებული სამი თვე მობინადრეს შეუძლია გამოიყენოს ძველი ბინის გაყიდვისთვის.

მაგალითისთვის, მას, ვისაც სურს მშენებარე საცხოვრებელ კოპლექსში „m² იპოდრომთან 2“ შეიძინოს 49,903 აშშ დოლარის ღირებულების ბინა, მარტიდან, 30 თვის განმავლობაში, ყოველ თვე გადაიხდის მხოლოდ 167 აშშ დოლარს, ხოლო დარჩენილ თანხას დაფარავს საცხოვრებელი კომპლექსის დასრულებიდან, სამი თვის შემდეგ. ამ სამი თვის განმავლობაში კი შესაძლებლობა ექნება გაყიდოს ძველი ბინა.

აქცია 10/90-ის ფარგლებში, გადახდის სრულიად ახალი პირობებით, დეველოპერული კომპანია „m² უძრავი ქონება”, ხარისხიანი და კომფორტული ცხოვრების შესაძლებლობას  ყველასათვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის. 

დამატებითი ინფორმაცია საცხოვრებელი კომპლექსების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე:  www.m2.ge

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics