|
2024-06-28 15:31:49, 343 ნახვა
საზოგადოება
პროექტისთვის „ცესკოს საარჩევნო სკოლა“ ტრენერთა ტრენინგი მიმდინარეობს
8 ივლისიდან საგანმანათლებლო პროექტი „ცესკოს საარჩევნო სკოლები“ იწყება. პროექტის დაწყებამდე კი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ტრენერთა ტრენინგი (ToT). სწავლება, რომელიც რამდენიმე ეტაპად ხორციელდება ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა. მან საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში საგანმანათლებლო პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „საარჩევნო ადმინისტრაცია ტრადიციულად აგრძელებს საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, რაც ადმინისტრაციისთვის არის კარგი შესაძლებლობა 2024 წლის საერთო არჩევნებისთვის გადაამზადოს პოტენციური საარჩევნო ადმინისტრატორები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სასწავლო პროექტი წელს პირველად განსხვავებული კონცეფციით ჩატარდება. საარჩევნო ტექნოლოგიების ინტერვენციამ ადმინისტრაცია მრავალი გამოწვევის წინაშე დააყენა, მათ შორის ერთ-ერთი იყო კვალიფიციური საკადრო რესურსი. სწორედ ამიტომ, პროექტის უმთავრეს მიზანს საარჩევნო საკითხებთან და განსაკუთრებით, ტექნოლოგიებთან დაკავშირებით მონაწილეების ცნობიერების ამაღლება, ხოლო მეორე მხრივ, პოტენციური საარჩევნო ადმინისტრატორების გადამზადება წარმოადგენს. საარჩევნო სკოლის წარმატებით განხორციელებისთვის კი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს გადამზადების ციკლი იმ პოტენციური ტრენერებისთვის, რომლებიც შემდგომ ჩაერთვებიან ამ პროექტში და მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაამზადებენ მონაწილეებს“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა ტრენერთა ტრენინგის გახსნისას. ტრენერთა ტრენინგი 24 ივნისს დაიწყო და 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. უშუალოდ საგანმანათლებლო პროექტი კი 8 ივლისს დაიწყება და მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
„ჩვენ გვჭირდება შემაკავებელი ორდერი“- ტრამპი მელონის კიდევ ერთხელ დასცინის
ლუკაშენკო: ბელარუსს ბრძოლა არ სურს, მაგრამ მტრის წინაშე თავს არ დახრის
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)