|
2024-06-25 15:14:28, 405 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ISFED-ზე რეპუტაციაწამხდარი ორგანიზაცია არ არსებობს - სირცხვილია, როდესაც არჩევნების კანონიერებაზე წინასწარ ლაპარაკობენ
ჩავარდნილი პიარ და პროპაგანდისტული პროექტი "არა რუსულ კანონს“, მათი მიზანია, რომ ახლა გადაიქცეს არჩევნების ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენების ახალ პროპაგანდად. დაიმახსოვრეთ კარგად: მომდევნო თვეების წინასწარი პროპაგანდა იქნება, რომ არჩევნები საქართველოში ყალბდება,- ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) მიერ გამოქვეყნებული წინასაარჩევნო პერიოდის შეფასება, სადაც აღნიშნულია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებამ ვითარება მნიშვნელოვნად დააზიანა. მდინარაძის განცხადებით, მათი მიზანი ყოველთვის იყო არჩევნების ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენება. "სხვა პიარკამპანია დომინანტი არ იქნება. წინასწარ დაიმახსოვრეთ, გარანტიას გაძლევთ, იმიტომ, რომ ეს იყო აქამდეც მიზანი, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია დაეყენებინათ ეჭვქვეშ და ახლაც ეს არის მათი მიზანი. ამის შესახებ პირველი ვინ გამოდის? - ISFED-ი, რომელიც არის მთავარი, უპრეცედენტო გამყალბებელი. მსოფლიოში არ ფიქსირდება სხვა შემთხვევა, ყოველ შემთხვევაში, მე არ მახსენდება და თქვენ თუ იცით, გამახსენეთ, რომ პარალელური ხმის დამთვლელი ორგანიზაცია აყალბებდეს არჩევნების მონაცემებს. 2020-ში ეს გააკეთა ISFED-მა, ამაზე რეპუტაციაწამხდარი ორგანიზაცია არ არსებობს და ის ძრავს ამ საკითხს. სირცხვილია უბრალოდ, როდესაც ISFED არჩევნებზე და მის კანონიერებაზე წინასწარ, ამდენი თვით ადრე ლაპარაკობს",- ამბობს მდინარაძე. ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციამ "სამართლიანი არჩევნები" (ISFED) 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდის გარემო შეაფასა. როგორც ISFED-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს გადამწყვეტი როლი ენიჭება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით. ორგანიზაცია განცხადებაში ასევე უთითებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებამ მნიშვნელოვნად დააზიანა. დოკუმენტი სრულად შეგიძლიათ იხილოთ აქ.
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)