01:57 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-25 09:59:07, 463 ნახვა

მსოფლიო
ჯულიან ასანჟი პატიმრობიდან გათავისუფლდა

ვებგვერდ "ვიკილიქსის" დამფუძნებელმა, ჯულიან ასანჟმა დიდი ბრიტანეთის ციხე დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

BBC-ის ცნობით, ასანჟი პატიმრობიდან გათავისუფლდა ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებასთან შეთანხმების საფუძველზე მას შემდეგ, რაც წაყენებული ბრალი აღიარა. ბრალის აღიარების სანაცვლოდ, მას შეერთებული შტატების ციხეში სასჯელის მოხდა აღარ მოუწევს.

ასანჟი, მას შემდეგ, რაც ბელმარშის ციხის საკანი დატოვა, მშობლიურ ავსტრალიაში გაემგზავრა.

შეგახსენებთ, ჯულიან ასანჟმა "ვიკილიქსი" 2006 წელს დააარსა. 2010 წელს, ვებგვერდმა დიდი რაოდენობით კონფიდენციალური სამხედრო დოკუმენტები გამოაქვეყნა, რომლებიც ავღანეთისა და ერაყის ომებს ეხებოდა. გამოქვენებულ მასალებს შორის იყო ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, რომ ამერიკული ვერტმფრენიდან ბაღდადში სამოქალაქო პირებს ესვრიან.

"ვიკილიქსის" დამფუძნებელს ბრალად ედებოდა ეროვნული თავდაცვის ინფორმაციის მოპოვებისა და გამჟღავნების მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობა. წლების განმავლობაში, ამერიკის შეერთებული შტატები ამტკიცებდა, რომ ვებგვერდი, რომელიც ავრცელებდა ინფორმაციას ერაყისა და ავღანეთის ომების შესახებ, საფრთხეს უქმნიდა ადამიანების სიცოცხლეს, თავად ასანჟი მის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეს პოლიტიკურს უწოდებდა. ის 7 წლის განმავლობაში ლონდონში, ეკვადორის საელჩოს აფარებდა თავს. "ვიკილიქსის" დამფუძნებელი 2019 წელს დააკავეს. მან ბოლო 5 წელი ბრიტანეთის ციხეში გაატარა. დაკავების შემდეგ შეერთებული შტატები მის ექსტრადირებას ითხოვდა.

ასანჟს ასევე წაუყენეს შვედეთში გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის ცალკეული ბრალდებები, რაც მან უარყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics