17:41 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-22 17:05:08, 492 ნახვა

პოლიტიკა
ჩიხლაძე - ALDE-მ მიიღო რეზოლუცია, რომელიც EU-ს ქვეყნების მთავრობებს მოუწოდებს, დასანქცირდნენ ივანიშვილი და „ოცნების“ ლიდერები

ALDE-მ მიიღო რეზოლუცია, რომელიც EU-ს ქვეყნების მთავრობებს მოუწოდებს, დასანქცირდნენ ივანიშვილი და მისი ოჯახი, „ოცნების“ ლიდერები, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალურმა მდივანმა, სერგო ჩიხლაძემ "TV პირველის" ეთერში საუბრისას განაცხადა.

როგორც ჩიხლაძე აღნიშნავს, საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი და ამისთვის საქართველოში თავისუფალი არჩევნებია საჭირო.

 „განსაკუთრებული აქცენტი არის ოქტომბრის არჩევნებზე, რომ მოხდეს ოქტომბრის არჩევნების მონიტორინგი და თუ არჩევნები თავისუფალი და დემოკრატიული არ იქნება, შესაბამისად, სრულად გადაიხედება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, დაწყებული სავიზო რეჟიმით და საერთოდ, ინტეგრაციის პროცესების დაბლოკვაც შეიძლება მოხდეს.

განსაკუთრებული აქცენტი არის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერაზე და მთლიანად რეზოლუცია გაჟღენთილია სულისკვეთებით, რომ რა თქმა უნდა, საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, ოღონდ, ამისთვის საქართველოში საჭიროა თავისუფალი არჩევნები, საქართველოში რუსული კანონი აღარ არსებობდეს და ამისთვის აუცილებელია, რომ ივანიშვილის ძალადობრივი რეჟიმი საქართველოს საერთაშორისო არენაზე აღარ წარმოადგენდეს“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics