|
2024-06-21 13:25:10, 338 ნახვა
საზოგადოება
რაჭისა და ერუშეთის ეროვნული პარკების, კვერეთის აღკვეთილის, ტანას და თეძამის დაცული ტერიტორიების მიმდებარე თემებისთვის პროექტების დაფინანსება დაიწყება
ახლადშექმნილი დაცული ტერიტორიების: რაჭის ეროვნული პარკის, კვერეთის აღკვეთილის, ტანას და თეძამის დაცული ტერიტორიების და ერუშეთის ეროვნული პარკის მიმდებარე თემებისთვის სოციალურ-ეკონომიკური პროექტების დაფინანსება დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ინიციატივის მხარდასაჭერად, სამუშაო შეხვედრები გაიმართა დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს შორის გაფორმებული საგრანტო პროექტის „ბიომრავალფეროვნება და ადგილობრივი მდგრადი განვითარება საქართველოში” ფარგლებში. "პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ადგილობრივი მოსახლეობისთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება მცირე საგრანტო პროექტების დაფინანსების გზით. მიმდინარე პერიოდში მიმდინარეობს მუშაობა ადგილობრივ თემებთან, რათა მოხდეს საჭიროებების იდენტიფიცირება, რომლის შესაბამისად დაიწყება საგრანტო პროექტების დაფინანსების ეტაპი. სამუშაო შეხვედრების მონაწილეები გაეცნენ მცირე გრანტებით უზრუნველყოფისათვის საჭიროებებს, ასევე, იმსჯელეს დაცული ტერიტორიების მიმდებარე ადგილობრივი თემების განვითარებაზე. შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს რაჭის ეროვნული პარკის, კვერეთის აღკვეთილის, ერუშეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციების და დაცული ტერიტორიების დამხმარე ზონის ადგილობრივი თემების წარმომადგენლებმა - ონის, საჩხერის, ახალციხის, გორის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, რესურს ცენტრის, სოფლის განვითარების სააგენტოს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების: „ტოლერანტი“, „ორალი“, „ურაველი“, „მუსხი“, „მინაძე“ წარმომადგენლებმა",- ნათქვამია ინფორმაციაში.
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)