02:58 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-19 12:59:56, 461 ნახვა

მსოფლიო
მაკრონი - ეროვნული ასამბლეის დაშლის გარეშე ქაოსი იქნებოდა

ეროვნული ასამბლეის დაშლის გარეშე ქაოსი იქნებოდა. გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე, იყო ყველაზე რთული, მაგრამ საპასუხისმგებლო,- ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

მისი თქმით, „ჩუმი უმრავლესობა პოლიტიკური ექსტრემისტების არეულობას ეწინააღმდეგება“.

”დაშლის გარეშე, ქაოსი იქნებოდა. გადაწყვეტილება, რომელიც მე მივიღე, იყო ყველაზე რთული, ყველაზე სერიოზული, მაგრამ ყველაზე საპასუხისმგებლო. ამომრჩეველთა ჩუმი უმრავლესობა პოლიტიკური ექსტრემისტების არეულობას ეწინააღმდეგება“,- განაცხადა მაკრონმა.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტის არჩევნებში ემანუელ მაკრონის პარტიამ მეორე ადგილი დაიკავა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ეროვნული ასამბლეა დაშალა და რიგგარეშე არჩევნები 30 ივნისს დანიშნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics