18:51 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-18 16:47:28, 568 ნახვა

პოლიტიკა
გალუზინი - საქართველოს ხელისუფლებამ 2008 წლის კრიმინალური ავანტიურიდან გაკვეთილი ისწავლა

საქართველოს ხელისუფლებამ გაკვეთილი ისწავლა კრიმინალური ავანტიურიდან და მიზნად ისახავენ აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" მშვიდობიანი გზით "დაბრუნებას",- ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვას - "საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ი. კობახიძემ განაცხადა, რომ მის მთავრობას განზრახული აქვს, დაუბრუნოს ქვეყანას აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი - შეიძლება ეს ქართული ოცნება ახდეს?" - გალუზინმა ასე უპასუხა:

"ვფიქრობ, ამაზე მეტყველებს სოხუმში და ცხინვალში რეაქცია ამ განცხადებებზე. აფხაზეთმა და "სამხრეთ ოსეთმა" სუვერენული არჩევანი ჯერ კიდევ 2008 წელს გააკეთეს, მას შემდეგ, რაც სააკაშვილის რეჟიმი ცდილობდა, ძალით დაებრუნებინა ერთი რესპუბლიკა საქართველოსთვის და მეორეს მსგავსი ქმედებებით დაემუქრა. როგორც გვესმის, საქართველოს ხელისუფლებამ გაკვეთილი ისწავლა ამ კრიმინალური ავანტიურიდან და მიზნად ისახავენ აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" მშვიდობიანი გზით "დაბრუნებას". უპირველეს ყოვლისა, საუბარია ქართულ "რეინტეგრაციის" პროგრამებსა და ინიციატივებზე, რომელთაგან მთავარია "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ". აფხაზებმა და "სამხრეთ ოსებმა" არაერთხელ გამოთქვეს ნეგატიური დამოკიდებულება მათი სუვერენული სტატუსის "შელახვის" და საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მოქცევის მცდელობის მიმართ და აღნიშნეს, რომ ერთადერთი "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" იქნება ამ ქვეყნების დამოუკიდებლობის აღიარება",- ამბობს გალუზინი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics