|
2024-06-13 09:46:22, 449 ნახვა
პოლიტიკა
თურნავა - შურით გვისმენს ზოგიერთი სახელმწიფოს წარმომადგენელი - ერთდროულად ძლიერი ეკონომიკური ზრდა და დაბალი ინფლაცია გვაქვს
შურით გვისმენს ზოგიერთი სახელმწიფოს წარმომადგენელი იმიტომ, რომ ერთდროულად ძლიერი ეკონომიკური ზრდა და დაბალი ინფლაცია გვაქვს,- ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა. თურნავას თქმით, ეკონომიკური ზრდა და დაბალი ინფლაცია "საკმაოდ იშვიათი თანაწყობაა". "მიუხედავად იმისა, რომ რეგიონი არ არის მშვიდი, ჩვენს სიახლოვეს მიმდინარეობს ომი, არის ასევე სხვადასხვა გაურკვევლობა დაკავშირებული, მათ შორის შიდაპოლიტიკურ ვითარებასათან და ტემპერატურა არის აწეული, სავალუტო ფონდმა გააუმჯობესა ჩვენი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. ამის საფუძველი არის ჯერ ერთი არსებული სტატისტიკა, იცით, რომ ამ წლის პირველი ოთხი თვის ფაქტიური ზრდა ეკონომიკის არის საკმაოდ ძლიერი, საშუალოდ 9%. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და ეს უკვე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ეროვნული ბანკისთვის, ვინც პასუხისმგებელია ფინანსურ სტაბილურობასა და ფასების სტაბილურობაზე, ეს ძლიერი ეკონომიკური ზრდა ერთდროულად გვაქვს ჩვენ დაბალ ინფლაციასთან. ეს არის საკმაოდ იშვიათი თანაწყობა, როდესაც ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ ხოლმე სხვადასხვა საერთაშორისო შეხვედრის დროს, პირდაპირ მინდა ვთქვა, შურით გვისმენს ზოგიერთი სახელმწიფოს წარმომადგენელი იმიტომ, რომ ერთდროულად - ძლიერი ეკონომიკური ზრდა და ინფლაცია, რომელიც 1%-ის ირგვლივ ტრიალებს",- განაცხადა ნათია თურნავამ "იმედის" ეთერში.
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)