|
2016-02-15 16:12:26, 864 ნახვა
საზოგადოება
სოსო ჯაჭვლიანმა რელიგიური გრძნობების შესახებ კანონპროექტი პარლამენტიდან გაითხოვა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა რელიგიური გძნობების შეურაცხყოფის გამო ადმინისტრაციული სასჯელის დაწესებასთან დაკავშირებით კანონპროექტი პარლამენტიდან გაითხოვა,- ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა. შესაბამისად, პარლამენტი აღნიშნულ კანონპროექტზე მსჯელობას წვეტს. "მივიღეთ ცნობად პარლამენტის წევრის იოსებ ჯაჭვლიანის მიმართვა პარლამენტში წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ პროექტის გამოთხოვის თაობაზე. ეს არის კანონპროექტი, რომელშიც საუბარი იყო რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციული სახდელების თაობაზე. ეს პროექტი ჯერ კიდევ საკომტეტო განხილვების სტადიაშია და ამიტომ ავტორს და ინიციატორს აქვს ამის უფლება. იოსებ ჯაჭვლიანმა გაითხოვა აღნიშნული პროექტი. შესაბამისად, პარლამენტი წყვეტს რელიგიური გრძნობების შემლახავ საკითხებზე მსჯელობას სამართალდარღვევათა კოდექსში მათი ასახვის კონტექსტში",-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)